გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე 13 დეკემბერს დანიაში გაემგზავრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თავად მინისტრმა მიაწოდა.
მისივე განმარტებით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც პირადად უხელმძღვანელებს კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმს დაესწრება.
"კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის პოზიციას დანიის დედაქალაქში 192 ქვეყნის სამი ათასამდე დელეგატს გავაცნობთ", - განმარტა ხაჩიძემ, რომლის განმარტებითაც, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ქართულ მხარეს სპეციალური დოკუმენტი უკვე მომზადებული აქვს.
გოგა ხაჩიძე და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაცია კოპენჰაგენში 18 დეკემბრამდე დარჩება.