ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მზია ამაღლობელის და პოლიტპატიმრების საქმემ მაქსიმალურად მაღალი საერთაშორისო რეზონანსი შეიძინოს და რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ რეჟიმის ტყვეები, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“მზია ამაღლობელს 50 წელი ციხის კედლებში უსრულდება. მინდა მას მხნეობა, ჯანმრთელობა და თავისუფლება ვუსურვო - ის, რაც რეჟიმმა მას უსამართლოდ აღუკვეთა.
დღეს “ბათუმელების” რედაქციაში ვიყავი, მზიას კოლეგებისთვის ჩემი თანადგომის გამოსახატად.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მზია ამაღლობელის და პოლიტპატიმრების საქმემ მაქსიმალურად მაღალი საერთაშორისო რეზონანსი შეიძინოს და რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ რეჟიმის ტყვეები.
თავისუფლება მზიას!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!”, - წერს ხაზარაძე.