თავისუფალ ტურისტულ ზონაში ინვესტორებისთვის გადასაცემი მიწის ნაკვეთის ფართობის ზედა ზღვარი გაუქმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტმა "ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, მეორე-მესამე მოსმენით დაამტკიცა.
დღემდე არსებული ნორმის თანახმად, თავისუფალ ტურისტულ ზონაში ინვესტორს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაეცემა ფართობი, რომლის მოცულობაც არა უმეტეს 0,2 ჰექტარი უნდა იყოს.
ცვლილებების თანახმად, კანონში ინვესტორისთვის გადასაცემი მიწის ფართობის დაკონკრეტება აღარ მოხდება.
გარდა ამისა, იმისთვის, რომ მომავალში ახალი თავისუფალი ტურისტული ზონების შექმნის მიზნით კანონს სახელი შეეცვალა და, "ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" კანონს ნაცვლად, "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" კანონი დაერქვა.
ამასთან, ახალი თავისუფალი ტურისტული ზონების დაკონკრეტება მთავრობის დადგენილებით მოხდება.