განმუხურის ტერიტორია თავისუფალ ტურისტულ ზონად გამოცხადდება. აღნიშნული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ ჭელიძემ დაუდასტურა.
დეპუტატ ზვიად კუკავას განმარტებით, განმუხურში თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის საკითხი კანონში გაიწერება.
შეგახსენებთ, რომ ახალი თავისუფალი ტურისტული ზონების შექმნის მიზნით თავად კანონსაც სახელი შეეცვლება და "ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" კანონს ნავლად მას "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" კანონი დაერქმევა.
უქმდება თავისუფალ ტურისტულ ზონაში ინვესტორებისთვის გადასაცემი მიწის ნაკვეთის ფართობის ზედა ზღვარიც.
როგორც კუკავამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, გარდა ანაკლიის, ქობულეთისა და განმუხურის თავისუფალი ტურისტული ზონებისა, ახალი ზონების შექმნა უკვე მთავრობის დადგენილებით მოხდება.