მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა "ტყის კოდექსში" შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
მაჭავარიანმა მთავრობის საპარლამენტო მდივანს გია ხუროშივილს მიმართა და მოითხოვა, მოსახლეობას მიღებული ცვლილებების შესახებ დეტალურად განუმარტონ და აუხსნან, რა უფლებები აქვთ.
"მოსახლება ხშირად მოგვმართავს საკითხების გასარკვევად. ამას კანონი უნდა ხსნიდეს", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
მაჭავარიანის თქმით, მოსახლეობას პირადი მოხმარებისთვის ტყიდან სამასალე მორების გამოტანაზე პრობლემა არ უნდა შეექმნას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ხუროშვილმა განმარტა, რომ ჯარიმები მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი მორების წარმოებას შეეხება.