2012 წლის ბოლომდე კომპანია "წალკა აგრო~ წალკაში კარტოფილის მეურნეობას გააშენებს. ამ მიზნით, კომპანიას სახელმწიფომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით 3507966 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა. "წალკა აგრო~ 1 ჰა მიწის ნაკვეთში 700 ლარს გადაიხდის. მთლიანობაში "წალკა აგროს" სახელმწიფოსათვის 245 ათას 557 ლარის გადახდა მოუწევს, რომელსაც ეტაპობრივად 30 ნოემბრამდე უნდა დაფარავს.
კომპანია ვალდებულია, 2012 წლის 1 მარტამდე მიწიის ნაკვეთი სრულად დაამუშაოს, ხოლო 2012 წლის 31 დეკემბრამდე ამ მიწაზე კართოფილი დათესოს. 2013 წლისთვის კი "წალკა აგრო~ მიწის ნაკვეთში კარტოფილთან ერთად ქერსაც დათესავს. "წალკა აგრო~ ვალდებულია ასევე 2 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელოს.