ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯომარემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაათვალიერა. უკვე ცნობილია, რომ ასფალტი ჩოლოქის მონაკვეთამდე დაიგება. პარალელურად დაიწყება ფიჭვნარში, სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები.
სანაპირო ზოლის ფიჭვნარის მონაკვეთზე, საპროექტო სამუშაოების დასრულებისთანავე, 2900 მეტრი სიგრძის ჯებირი აშენდება, რის შემდეგაც მოწესრიგდება სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა.