ქართულ ბაზარზე საერთაშორისო კომპანია DPA შემოდის, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზრის ერთ.ერთი ლიდერია.
5 მაისს, 13:00 საათზე, ბიზნესცენტრ "კალასი პალასის" საკონფერენციო დარბაზში (ლესელიძის 25, მე-3 ს.) გაიმართება საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კომპანია DPA-ს ოფიციალური პრეზენტაცია. ღონისძიებაზე, რომელსაც ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან სხვადასხვა ბიზნესკომპანიის, საჯარო უწყებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერები, სიტყვით გამოვლენ და კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ DPA-ს სამეთვალყურეო საბჭის წევრი, იურის ვილდერსი; DPA-ს რეგიონული მენეჯერი საქართველოში, სანიტა მეიჯერე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომუნიკაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციის დეპარტამენტის უფრუსი, ირაკლი ქაშიბაძე; ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრის ვილცანსი; საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი; Microsoft-ის რეგიონული მენეჯერი საქართველოში, დავით ასათიანი
დაინტერესებულ პირებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის DPA-ს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაურის რიშკოვსი და DPA-ს ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გატის გაილისი ჩაატარებენ პრეზენტაციას კომპანიის ტექნოლოგიური შესაძლებლობების, გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების თაობაზე. ღონისძიების ბოლოს, ელექტრონული მუსიკის ფოზე, გაიმართება ალაფურშეტი მოწვეული სტუმრებისთვის.
ქართულ ბაზარზე შემოსვლის შემდეგ DPA საქართველოში Microsoft-ის ერთადერთი ოქროს პარტნიორი იქნება. ამასთან, 2012 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას. იგი ამჟამად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. მას ბალტიის ქვეყნების ბაზრის 60%-ზე მეტი უკავია, ხოლო უკრაინის ბაზრის - 38%, ბელორიის ბაზრის კი - 65%-ზე მეტი. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ამ ქვეყანაში მოქმედი საჯარო უწყებები ძირითადად DPA-ს კლიენტები არიან.
კომპანიის შემოსვლის მნიშვნელობა საქართველოში ძირითადად ადგილობრივი ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს შემდეგი მიმართულებებით: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რაც გამოიხატება საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვით ხარჯების ოპტიმიზაციასა და ბიზნესის ეფექტიან დაგეგმარებაში; სამომხმარებლო ბაზრის განვითარება, რაშიც იგულიხსმება კლიენტის მომსახურების ეფექტიანი და სწრაფი სისტემების დანერგვა; წარმოების პროცესის განვითარება, რაც გულისხმობს სხვადასხვა სექტორებისთვის წარმოების პროცესის ეფექტიანობის ზრდის კუთხით კონკრეტული გადაწყვეტილებების შეთავაზებას.