დღეს, 3 მაისს, 12:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროში შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციის თემაა შემოსავლების სამსახურის ახალი ინიციატივა საწარმოო დანაკარგების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე. კერძოდ, ალკოჰოლური სასმელის წარმოებისას/იმპორტისას აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგის და სიგარა/სიგარეტისა და სიგარელებისათვის გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგის ოდენობის განსაზღვრა.
პრესკონფერენციას დაესწრებიან შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოება", შპს „პროდაქშენ ენდ ნეტვორკ ლიმიტედ", შპს „ფილიპ მორის საქართველო", შპს „კარიდიან ტაბაკო", შპს „ბ.ა.ტ.- ჯორჯია საქართველო", შპს „თელიანი ველი", შპს „ბიარ ჯორჯია", შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური კომპანია", შპს „ჯორჯიან ალიანსი", შპს „ასკანელი ძმები" - ის წარმომადგენლები.