2024 წელს პროდასავლუს საპროტესტო აქციებზე დაკავებული, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანატოლი გიგაური თავისუფალია.
გიგაურმა, რომელსაც 2-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, რამდენიმე წუთის წინ დატოვა საპატიმრო დაწესებულება.
ანატოლი გიგაური 2024 წლის 25 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურა სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით ედავებოდა (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა), რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2025 წლის აგვისტოში მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ბრალი გადააკვალიფიცირა და განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1 ნაწილით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) გამოიტანა - რაც ჯარიმას, ან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვას, ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.