პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ენდი ბერნემთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს წარწერით - „ნამდვილი მეგობრობა“.
ფოტოზე ჩანს, რომ ტუსკის გვერდით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სხედან.
აღნიშნული პოსტით ტუსკი აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პუტინს „მეგობარი“ უწოდა.