უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო რეზიდენციაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.
სხვა დეტალები შეხვედრის შესახებ არ ვრცელდება.