ესტონეთმა 261 რუს მებრძოლს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში მონაწილეობდნენ, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და ეს მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, „ეს მხოლოდ დასაწყისია“.
„ესტონეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში მონაწილე პირველ 261 რუს მებრძოლს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და ეს მხოლოდ დასაწყისია. აგრესორი სახელმწიფოს ასობით ათასი მებრძოლი მონაწილეობდა ამ სასტიკ ომში, მათ ჩაიდინეს სისასტიკე და გაავრცელეს ძალადობა. სტონეთსა და შენგენის ზონაში მათი ადგილი არ არის. გავაგრძელებთ მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსი ყოფილი მებრძოლებისთვის კარი დახურული დარჩეს და სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ იგივე გააკეთონ“, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.