აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის ერთადერთი კოზირია და რომ მის გარეშე „სრული კატასტროფა“ დატრიალდებოდა.
ამის შესახებ ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მას კარტები არ აქვს. მას კარტები [რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის] პირველივე დღიდან არ ჰქონია.“
მან დასძინა, რომ ზელენსკის „მხოლოდ ერთი რამ აქვს“ და ეს თავად არის - დონალდ ტრამპი.
„დონალდ ტრამპის გარეშე ეს სრული კატასტროფა იქნებოდა და ეს მანაც იცის, ევროპელმა ლიდერებმაც იციან და ყველამ იცის“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.