აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიას თავდაცვის საშუალებები არ აქვს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„და გრენლანდიის თავდაცვა ძირითადად ორი ძაღლის მარხილისგან შედგება. იცოდით ეს? იცით, როგორია მათი დაცვა? იცით, რა არის მათი თავდაცვა? ორი „მარხილიანი ძაღლი“. ამასთან, რუსული გამანადგურებლები და წყალქვეშა ნავები, ასევე ჩინური გამანადგურებლები და წყალქვეშა ნავები ყველგან არიან“, – განაცხადა ტრამპმა.
მან დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუძლია დაუშვას გრენლანდიის რუსეთის ან ჩინეთის მიერ მიტაცება.
„მაგრამ თქვენ იცით, რომ მათ (გრენლანდიას) ჩვენ გაცილებით მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ ისინი“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.