აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიდწილად დავასრულეთ მუშაობა უსაფრთხოების პროტოკოლებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია უკრაინის მოსახლეობისთვის, რათა იცოდნენ, რომ როდესაც ეს დასრულდება - სამუდამოდ დასრულდება“, - თქვა მან.
„მაგრამ ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ძალიან, ძალიან ახლოს ვართ კეთილდღეობის შესახებ შეთანხმების დასრულებასთან, რომელიც იქნება ყველაზე ძლიერი, რაც კი ოდესმე შეთანხმებულა ასეთი კონფლიქტებიდან გამოსული ქვეყნების მიერ და რომელიც, ვიმედოვნებთ, უკრაინელი ხალხისთვის უზარმაზარ შესაძლებლობებს გახსნის. და ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ეკონომიკა კორელაციაშია და პირდაპირ თანამშრომლობს ამ უსაფრთხოების პროტოკოლებთან“, - დასძინა უიტკოფმა.
თუმცა, გადაუჭრელ საკითხებს შორის მან მიწის საკითხი დაასახელა და აღნიშნა, რომამ თემაზე განხილვა გაგრძელდება.
„ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ კომპრომისებს მივაღწევთ, თუმცა მინდა შემდეგი ვთქვა. ჩვენ აქ ვართ სამშვიდობო პროცესში შუამავლობისა და დახმარებისთვის და მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო. პრეზიდენტ ტრამპს მტკიცედ, გულმოდგინედ სჯერა, რომ ეს მკვლელობა უნდა შეჩერდეს, რომ ხოცვა-ჟლეტა უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა უიტკოფმა.