მადურო თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ ამერიკელი სამხედროების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შეპყრობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს ვენესუელისთვის ახლის დასაწყისია. ტირანი აღარ არის. ის ახლა, საბოლოოდ, თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება“, - წერს ლანდაუ X-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.