ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი რობერტას კაუნასი აცხადებს, რომ მშვიდობის მიღწევის შემდეგ ლიეტუვას შეუძლია უკრაინაში რამდენიმე ასეული ჯარისკაცი გაგზავნოს.
„ზუსტ დეტალებს ვერ გეტყვით, ჯერ კიდევ დისკუსიებიგვაქვს. ჩვენ აუცილებლად შევიტანთ წვლილს უსაფრთხოების გარანტიებში (...) მშვიდობის შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს რამდენიმე ასეული ჯარისკაცი“, - განუცხადა კაუნასმა ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ არ სურს ხაზი გაუსვას, თუ რა კონკრეტული საშუალებების გამოყენება შეუძლია ლიეტუვას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში დამატებითი წვლილის შესატანად.
„ყველაფერი ძალიან დინამიურია. თავად ხედავთ, როგორ იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია, როგორ იცვლება ის სხვადასხვა მიმართულებით.
ყველაზე მნიშვნელოვანია საერთო შეთანხმება, რომ ლიეტუვა, ევროპა და ამერიკა, უკრაინასთან ერთად, ყველა ღონეს მიმართავენ მშვიდობის მისაღწევად და უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მინისტრმა.