რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხდებს, რომ უკრაინა, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. ამის შესახებ ლავროვმა "ტასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„რუსეთის ხელისუფლება ვერ ხედავს კიევის მზაობას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის“, - თქვა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „არ წყვეტს ფრონტზე სიტუაციის შეცვლის მცდელობებს, სადაც რუსეთის არმიამ მტკიცედ აიღო ხელში სტრატეგიული ინიციატივა“.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში მყოფი ევროპელი სამშვიდობოები „რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევიან“.
ამავდროულად, ლავროვმა ევროპული ქვეყნები დაადანაშაულა რუსეთთან ომისთვის დაუფარავად მომზადებაში.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მშვიდობის იმედი გაჩნდა, „თუმცა ევროპა და ევროკავშირი მშვიდობის მთავარი დაბრკოლება გახდა“.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპას შესაძლო თავდასხმაზე „გამანადგურებელი“ პასუხით დაემუქრა. ამავდროულად, მან განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, არავისზე თავდასხმას არ გეგმავს.
„ევროპაში გაუგებარი პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც, იმედი მაქვს, ამ ინტერვიუს აჩვენებენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შიში, რომ რუსეთი ვინმეს თავს დაესხმება არ საჭირო არაა“, - განაცხადა ლავროვმა.