დღეს ბრიუსელი ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„კიდევ ერთხელ დაადასტურა ამჯერად პრესსპიკერმა, რომ პროცესი შეაჩერა თავად ბრიუსელმა 2024 წლის ივნისში. საკუთარი პირით აღიარეს, რა დეზინფორმაციული, ცრუ ნარატივი ვრცელდებოდა, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ესეც არის კიდევ ერთხელ დასტური, საკუთარი თავის მხილება და აჩვენებს, რომ ნაცვლად დიალოგისა, ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას, რაც ევროპული ღირებულებისგან გადახვევის კიდევ ერთი ნიშანია. ქართველებს როგორც გვესმის და რისი თანაშემოქმედებიც ვართ, ევროპული ღირებულება არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, საუბარი და არა დირექტივები, სხვისი ინტერესების გააზრება და არა მითითებების მიცემა. სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი ამ ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის სწორედ ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც გვესმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.