მმართველმა არადემოკრატიული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ქვეყნის მეგობრები, არამედ დარჩენილი საღი აზრიც დაკარგა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.
„მმართველმა არადემოკრატიული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ქვეყნის მეგობრები და მხარდაჭერა, არამედ დარჩენილი საღი აზრიც საბოლოოდ დაკარგა“, - წერს პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე.
ევროპარლამენტარმა Liga.net-ის სტატია გააზიარა, სათაურით: „საქართველო უკრაინას ევროკავშირში მისი გაწევრიანებისთვის სავარაუდო ხელის შეშლაში ადანაშაულებს“, რომელშიც
მოცემულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ციტატა:
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესს, გარკვეულწილად, თან ახლდა უკრაინის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება - რათა საქართველოს ეს სტატუსი არ მიეღო.“
საკუთარი თვალით ვნახეთ, რა კამპანიები ჩატარდა 2022-2023 წლებში... უკრაინა სხვადასხვა ფორმით ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს ღიად ხდებოდა და ყველამ ვიცით ამის შესახებ“, - თქვა ბოჭორიშვილმა.