რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ პუტინის ნდობა დაკარგა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან წარუმატებელი საუბრის შემდეგ, რამაც ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ჩაშალა. ამის შესახებ Moscow Times წერს.
ლავროვი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 20 წელზე მეტია ხელმძღვანელობს, 5 ნოემბერს პუტინის თავმჯდომარეობით გამართულ რუსეთის უშიშროების საბჭოს მნიშვნელოვან სხდომაზე არ გამოცხადდა.
რუსული გამოცემა „კომერსანტი“, წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ლავროვი „განზრახ არ დაესწრო“ უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზეც პუტინმა ბირთვული ტესტირების განახლების შესახებ წინადადებების შემუშავება ბრძანა.
უფრო მეტიც, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი იყო უშიშროების საბჭოს ერთადერთი მუდმივი წევრი, რომელმაც ეს შეხვედრა გამოტოვა.
გარდა ამისა, ლავროვმა დაკარგა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის სტატუსი G20-ის სამიტზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება.
წელს მას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის აღმასრულებელი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მაქსიმ ორეშკინი უხელმძღვანელებს.
კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ორეშკინის დანიშვნის გადაწყვეტილება პუტინმა მიიღო.