რა ბოდვაა ეს? მიპასუხეთ, რამ შეგაშინათ ასე, რატომ წაუწექით ასე პუტინს, რატომ გაასწორეთ საქართველო მიწასთან, ვინ მოგცათ ამის უფლება? - ასე მიმართავს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე ხელისუფლებას.
მან ელენე ხოშტარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ შერჩება.
"რა ბოდვაა ეხლა ეს. მითხარით, რამ შეგაშინათ, რეები მოიგონეთ, რას „სტალინისტობთ“ აქ? საცოდავებო, რა დღეში ხართ საერთოდ, ვის ეშინია თქვენი? რომ დაგაწვინეს არჩევნების დროს ზურგზე? ეს ვერ აიტანეთ? არა, იმიტომ, რომ შაიგუმ დაგავალათ ამის გაკეთება? ვინ „ჭამს“ ამას, საქართველოს რომელი მოქალაქე? რას ბოდავთ გეკითხებით? გაფრთხილებთ, დედა გეტირებათ ამ ბოდვისთვის და აი ამ 37 წლის რაღაცა, არ ვიცი საერთოდ რა დავარქვა, სიტყვებიც აღარ მყოფნის. ვის უბედავთ? საქართველოს ისტორიას უბედავთ ამას? ვინ მოგცათ ამის უფლება? დედას გიტირებთ! მთელ მსოფლიოს ფეხზე დავაყენებთ. მსოფლიო ფეხზე დადგება. რას ფიქრობთ საერთოდ, შვილები არ გყავთ საერთოდ? გეკითხებით, დამპლებო“, - განაცხადა ირინა გუნცაძემ.