4 ნოემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, შეიარაღებული ძალებისა და სპეციალური ოპერაციების ძალების დრონებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქახანაზე იერიში მიიტანეს.
უკრაინელებმა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში ჩატარებული ოპერაციის დროს ხუთ ათეულზე მეტი უკრაინული წარმოების დრონი გამოიყენეს, მათ შორის „ბობერი“ და „FP-1“.
ობიექტზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ასევე გავრცელდა რუსულ ტელეგრამ-არხებზეც.
გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თავზე კაშკაშა ნათება, ასევე აფეთქებები და ხანძარი.
აღნიშნული საწრმო არის ერთ-ერთი წამყვანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში, რომელიც ამარაგებს მოსკოვის რეგიონს, რომელიც ქვეყანაში ბენზინის მოხმარების დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ნავთობის პირველადი გადამუშავების ნომინალური სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 17 მილიონი ტონაა.