ირლანდიიდან საქართველოში 52 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა. ინფორმაციას ადგილობრივ მედია ავრცელებს.
მისი ცნობით, დეპორტირებულებს შორის 35 კაცი, 10 ქალი და 7 ბავშვია.
"ყველა პირი ჩარტერული რეისით გაიყვანეს, რომელიც დუბლინის აეროპორტიდან გუშინ საღამოს, 2025 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს მიმართულებით გაფრინდა", - წერს მედია პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
მედიის ინფორმაციით, ეს წელს ჩარტერული რეისებით დეპორტაციის მეექვსე შემთხვევაა. ჩარტერული რეისებით წელს გაყვანილი ადამიანების საერთო რაოდენობამ 205-ს მიაღწია, კიდევ 146 პირი კი ქვეყნიდან კომერციული რეისებით გაიყვანეს.