გერმანია მომავალ წელს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების დაახლოებით სამი მილიარდი ევროთი გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-სორმა წყარომ განუცხადა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უმსხვილესი ევროპელი დონორია, რომელმაც 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკვე გამოყო დაახლოებით 40 მილიარდი ევრო.
2026 წლისთვის გერმანიამ ბიუჯეტში უკრაინას 8.5 მილიარდი ევრო გამოუყო.
„ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერის გაწევას მანამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება რუსეთის აგრესიული ომისგან დასაცავად“, - განუცხადა Reuters-ს მთავრობის ერთ-ერთმა წყარომ.
გამოცემის წყარომ დასძინა, რომ გერმანიის ფინანსთა და თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის დამატებით სამ მილიარდ ევროს გამოყოფენ 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო კორექტირებამდე.
მისი თქმით, ეს თანხები გამოყენებული იქნება არტილერიის, დრონების, ჯავშანტექნიკის და Patriot-ის ორი სისტემის ჩანაცვლებისთვის.
ამავდროულად, მთავრობის მეორე წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მხარს უჭერდა გეგმებს, რომლებზევ შეთანხმება, სავარაუდოდ, მიაღწეული იქნება.