დღეს, 29 ოქტომბერს, რუსეთის საოკუპაციო არმიამ ხერსონის ბავშვთა საავადმყოფოს დაარტყაა, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.
ხერსონის ოლქის პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, 29 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 9:20 საათზე, მტერმა საარტილერიო ცეცხლი გახსნა ბავშვთა საავადმყოფოს წინააღმდეგ, სადაც იმ დროს იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი პაციენტები, მათი მშობლები და სამედიცინო პერსონალი.
წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი და საავადმყოფოს სამი თანამშრომელი. დაშავებულთა რაოდენობა ამჟამად ზუსტდება.
პროკურატურის ცნობით, საავადმყოფოს შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, ხოლო აფეთქების ტალღამ მიმდებარე შენობები დააზიანა.