ბათუმის სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ლევან ყოლბაიამ მიიღო.
ყოფილი დეპუტატის ადვოკატის, ივანე მეფარიშვილის თქმით, ბრალდების მხარე პროკურატურის მტკიცებულებებიდან ერთ ნაწილში აღიარებს ბრალს, დანარჩენ სამ მუხლს არ ეთანხმებიან.
მორიგი სასამართლო პროცესი 13 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ბრალდებას ახალი მუხლი დაემატა, რაც საკუთრების უფლების დარღვევას გულისხმობს.
ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.