ცოდნე დადიანის ქუჩაზე მეათე სკოლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართა.
სკოლის მოსწავლეები და მშობლები მეათე საჯარო სკოლისთვის ფართის გამოყოფას ითხოვენ.
ამასთან, სოციალურ ქსელში ფოტოგრაფმა გიორგი მოსიაშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელში ჩანს, რომ ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები დგანან, შეიჭრა მანქანა, და სახიფათო მანევრები შეასრულა.
დადიანის ქუჩაზე გზას მოსწავლეები და მშობლები მეორე დღეა კეტავენ.. როგორც ცნობილია, მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები აპროტესტებენ ონლაინ სწავლებას და ითხოვენ, განათლების სამინისტრომ მეათე სკოლას ალტერნატიული ფართი გამოუყოს, ასევე, აშენდეს ახალი სკოლა. მშობლების ინფორმაციით, შენობა ავარიულია, ონლაინსწავლება კი მათი შვილებისთვის მიუღებელია