ოცნება“ არ და ვერ შეეგუება პოლიტიკური სივრციდან „ნაციონალური მოძრაობის“ შიშის ფაქტორის გაქრობას. დღეს თუ ვინმეს სჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც „ოცნების“ უარესი ალტერნატივა, პირველ რიგში, არის „ოცნება“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძეს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელზე დაუსვეს კითხვა.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის განაყოფებს, იცით ჩვენი პოზიცია, რომ პორტია თუ იმსახურებს დამარცხებას, პირველ რიგში, ეს პარტია არჩევნებით და პოლიტიკური გზებით უნდა დაამარცხო. აკრძალვა არცერთ შემთხვევაში არ ჩაითვლება კონსტიტუციურ ნაბიჯად. არის მეორე მხარეც, რომ ეს კიდევ ერთხელ ემსგავსება „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რადიკალიზაციისა და დაპირისპირების ახალ ფაზას. ვფიქრობთ, რეალურად, „ოცნებამ“ სამართლებრივად რომც აკრძალოს „ახლებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც შიშის ფაქტორი, არასდროს გაქრება და ამას, პირველ რიგში, „ოცნება“ შეუწყობს ხელს. კარგად იცით, რომ „ოცნება“ ყველა არჩევნებს იგებს „ნაციონალური მოძრაობის“ შიშის ფაქტორის საკმაოდ ეფექტურად გამოყენებით. მალე გამოჩნდება, რამდენად არის ეს ყველაფერი რეალობა და რამდენად ემსახურება რეალურად, „ნაცმოძრაობასთან“ ბრძოლას, არის თუ არა ეს მორიგი ფეიკკამპანია. ბევრი რამ შეიძლება ვიფიქროთ. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ პროცესი ბოლომდე არ მივიდეს. სრულიად ბუნდოვანი პუნქტით, რაც არის ე.წ. მემკვიდრე პარტიასთან დაკავშირებით, „ოცნება“ რაღაც ბერკეტებს იტოვებს – როცა უნდა, დაადასტურებს, რომ ეს მემკვიდრე პარტიაა, ან უარყოფს. „ოცნება“ ამას სათავისოდ გამოიყენებს. ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ „ოცნება“ არ და ვერ შეეგუება პოლიტიკური სივრციდან „ნაციონალური მოძრაობის“ შიშის ფაქტორის გაქრობას. დღეს თუ ვინმეს სჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც „ოცნების“ უარესი ალტერნატივა, პირველ რიგში, არის „ოცნება“, – განაცხადა შარაშიძემ.