რა თქმა უნდა, მძიმეა ასეთი სურათების ნახვა, როგორც წინა შემთხვევებში იყო, როდესაც იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა. მძიმეა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ ყველაფერი დროულად გამოიძიოს, ყველა კითხვაზე გაეცეს პასუხი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური მაკონტროლებელი, სავარაუდო დანაშაულს კი ზედამხედველობა სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გაუწიონ.
„პარლამენტი მთავრობის და აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური მაკონტროლებელია. ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება რაც მიიღებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, პოლიტიკურ ნაწილში ჩვენი სრული მხარდაჭერა ჰქონდათ. ადგილი რაიმე დანაშაულს თუ ჰქონდა, ეს სამართალდამცავების კომპეტენციაა. სამართალდამცავები აქტიურად მუშაობენ კორუფციის წინააღმდეგ თუ ნარკოდანაშაულის მიმართ. ისინი საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენი მთავარი დაპირება იყო, რომ კორუფციის სიმცირის მიმართულებით ლიდერობა კიდევ უფრო გაგვეზარდა და მსოფლიო სამეულში ვიყოთ. ეს არის ანარეკლი სისხლის სამართლის იმ პოლიტიკის, რასაც სამართალდამცავები აწარმოებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.