საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს.
"მმართველი პარტია წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ყველა წევრის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას მომავალში. ადმინისტრაციული ბრალდებები ქუჩის მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურებით ჩანაცვლდა", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.
შეგახსენეთ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციას გააუქმებს, ამ პარტიის წევრებს აეკრძალებათ პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, თანამდებობის დაკავება და არჩევნებში მონაწილეობა.
გარდა ამისა, მკაცრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი. პოლიციისადმი მესამედ დაუმორჩილებლობა სისხლის სამართლის წესით - 1 წლამდე პატიმრობით დაისჯება;
აქციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.