„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, აქციის ორგანიზატორებმა ისაუბრონ და მეტი სიცხადე შეიტანონ იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა 4 ოქტომბერს, ვინ რა ფორმით მიიღო მონაწილეობა გეგმის ცვლილებაში.
„მე პირადად, ძალიან მოტივირებული ვარ, მათ შორის ვისმენ განცხადებებს უშუალოდ ორგანიზატორებისგან, საორგანიზაციო ჯგუფისგან. ჯერ კიდე დაკავებამდე ისინი საუბრობდნენ ღალატზე, გავლენიანი ადამიანების მხრიდან, ფაქტობრივად, ამ გეგმის ჩაშლაზე, გეგმისგან გადახვევაზე, ამაზე საუბრობენ დაკავებულთა ოჯახის წევრებიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, თავად ორგანიზატორების მხრიდან მოხდეს ბევრად მეტი დეტალისა და სიცხადის შემოტანა იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა 4 ოქტომბერს, ვინ რა ფორმით მიიღო მონაწილეობა ამ გეგმის ცვლილებაში, ღალატში, გადაგდებაში, თუ რაშიც იყო საქმე, რაზეც საუბრობენ ადამიანები“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.