საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
პაპუაშვილის შეფასებით, ჰიპერის განცხადება „აკერმანის სახელმძღვანელოდან” არის.
„როცა არ გაქვს არგუმენტი, დაუძახე ოპონენტს რუსი - აკერმანის სახელმძღვანელოდან“, - წერს პაპუაშვილი.
ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ეწევა”.
"საქართველოს ხელისუფლება ეწევა რუსული სახელმძღვანელოდან აღებულ პროპაგანდას, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციას და ჩვენს ელჩზე თავდასხმას, რომელსაც აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა", - აღნიშნა ჰიპერმა.