უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის უკრაინამ მხოლოდ საკუთარი იარაღი გამოიყენა და მათ შორის არა მხოლოდ დრონები.
ზელენსკიმ ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ დიკ სხოოფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მთავარი, რაც უნდა გვესმოდეს, არის ის, რომ ბოლო დღეებში უკრაინა მხოლოდ უკრაინულ პროდუქციას იყენებს და არა მხოლოდ დრონებს.
და ამ მონაცემების საფუძველზე, ვფიქრობ, ადამიანებს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ფაქტებიდან შეუძლიათ გაიგონ, სად გამოიყენება დრონები და სად - სხვა იარაღი.
და ამისთვის მადლობას ვუხდი არა მხოლოდ სამხედროებს, არამედ მწარმოებლებსაც, რომლებმაც შესაბამისი ნაბიჯები გადადგეს.
ჩვენ დიდ შესაძლებლობებს ველით, მაგრამ ეს ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის არსებობს 35 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტებისა და დრონების წარმოების პოტენციალი.