სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა ხელი მოაწერა მემორანდუმს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-14 პაკეტის შესახებ.
უკრაინული მედიის ცნობით, პაკეტი მოიცავს უკრაინისთვის საინჟინრო და ნაღმების გაუვნებელყოფის საკითხებში დახმარებას.
ეს სლოვაკეთისგან პირველი დახმარების პაკეტია მას შემდეგ, რაც რობერტ ფიცო 2023 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრი გახდა.
"მოხარული ვარ გაუწყოთ, რომ მე და მინისტრმა შმიჰალმა ახლახანს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს მე-14 პაკეტის მხარდაჭერის შესახებ, რომელიც სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის საინჟინრო და ნაღმების გაუვნებელყოფის საკითხებში დახმარებას ითვალისწინებს", - განაცხადა კალინიაკმა.
კალინიაკმა ასევე განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისში ფიცოსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის დროს ორი ლიდერის მიერ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.
წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სლოვაკეთმა უკრაინას 13 დახმარების პაკეტი გამოუყო, თუმცა ფიცოს პარტიის გამარჯვებით დასრულებული არჩევნების შემდეგ, სლოვაკეთმა უარი თქვა კიევისთვის დახმარების გაგრძელებაზე.