ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მოლდოვის აეჩევენბზე პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.
ირაკლი კობახიძემ გუშინ ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა ხელისუფლება მოლდოვის პრეზიდენტს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცოს, უპასუხა: „ვიდრე დსთ-ს წევრად ჩნდება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა. დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან მოლდოვა, მის მერე ვნახოთ, გადავხედავთ მილოცვის საკითხს“.
თინა ხიდაშელის თქმით, ასე გააგრძელებს ირაკლი კობახიძე, ვიდრე მისი მომხრეები მას ტაშს დაუკრავენ.
„მოსკოვი დამარცხდა მოლდოვაში!
ქოცებო, თქვენც უნდა გიხაროდეთ, იმიტომ რომ მოსკოვი დამარცხდა მოლდოვაში!
ხოდა რომ არ უხარიათ, ეს როგორღაც უნდა ეთქვათ და ეს სისულელე მოიფიქრეს. და ეხლა ამ სისულელეს იგივე ხალხი გააპრავებს ვინც მანამდე ამავე კაცის თავბრუდემხვევ საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს იმიტომ რომ, არის მხოლოდ იმ დსთ-ს ქვეყნებში ჩადის კვირაში სამჯერ: მეზობლები, სტანები ....
აი რა გითხრათ, მაგრამ ასე გააგრძელებს მანამ სანამ ამ სისულელეს თავზე კი არ გადაახევენ მისივე მომხრეები არამედ ტაშს დაუკრავენ რა მაგრად თქვა ჩვენმა ჭკვიანმა პრემიერმაო“, - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.