უკრაინის უსაფრთხოების ძალების შორ მანძილზე მოქმედმა მოიერიშე დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ წამყვან ორენბურგის რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, 1400 კმ-ის მანძილიდან დაარტყა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგრთხოების ძალებზრ დაყრდნობით, უკრაინული მედია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, შორ მანძილზე განხორციელებულმა მოიერიშე დრონებმა სამიზნე 1400 კილომეტრის მანძილიდან, ამჯერად ორსკში, დაარტყეს.
მედიის ცნობით, აღნიშნულ ქარხანას აქვს ოთხი პირველადი ნავთობგადამამუშავებელი ბლოკი, რომელთა სიმძლავრე წელიწადში 6.6 მილიონი ტონა ნავთობია.