ნატო-ს საჰაერო სარდლობამ ხუთშაბათს, 25 სექტემბერს, განაცხადა, რომ Gripen-ის ტიპის ორმა უნგრულმა გამანადგურებელმა ხუთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩაჭრა.
როგორც აღნიშნულია, სუ-30 და სუ-35 ტიპის რუსულმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე, ლატვიის საჰაერო სივრცის მახლობლად გადაიფრინეს.
რუსული თვითმფრინავების ჩასაჭრელად უნგრული Gripen-ის ტიპის გამანადგურებლები ლიეტუვის შიაულიაის საჰაერო ბაზიდან აფრინდნენ.
„უნგრეთი აჩვენებს ალიანსის ერთგულებას ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და მათი აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართ“, - ნათქვამია ნატო-ს საჰაერო სარდლობის განცხადებაში.
ასევე დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 სექტემბერს ალასკის სიახლოვეს მფრინავი ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავის იდენტიფიცირებისა და მათთვის გზის ჩაჭრის მიზნით აშშ-მა ავიაგამანადგურებლები ააფრინა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას MiG-31 ტიპის სამმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რასა ნატო-ში მსჯელობა მოჰყვა ასეთც ინციდენტებზე სათანადო რეაგირების შესახებ.