“ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრებს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კვერცხები ესროლეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მერობის კანდიდატი ირაკლი კუპარძე სიტყვით გამოდიოდა.
"ეს არის ქართული ოცნების სახე, ასეთი სასაცილო მცდელობებით, ვერაფერს გააკეთებენ, ეს არის მათი მინუსი, რომ დედისხელა ადამიანებს ესვრიან კვერცხებს ჩირგვებიდან, იმ ნანგრევებიდან, სადაც ახლა სკოლა უნდა იდგეს.
“ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ლაყე კვერცხების პარტიად. ლაყე კვერცხების, ლაყე დაპირებების, - თქვა კურპაძემ.