რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.
„შეხვედრა დაგეგმილი არ არის“, - განაცხადა ლავროვმა NBC News-თან ინტერვიუში.
„პუტინი მზადაა ზელენსკის შეხვდეს, როდესაც სამიტის დღის წესრიგი მზად იქნება. თუმცა, ამ ეტაპზე ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად“, - დასძინა მან.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის ორგანიზებას აპირებს.