რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, მიუღებელი უწოდა ბრიტანელი ოფიციალური პირების განცხადებებს უკრაინაში ნატო-ს ქვეყნების მონაწილეობით სამხედრო კონტინგენტის განლაგების შესაძლებლობის შესახებ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს არაერთხელ გაცხადებულ პოზიციას კატეგორიული მიუღებლობის შესახებ ნებისმიერი სცენარის მიმართ, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში ნატო-ს ქვეყნების მონაწილეობით სამხედრო კონტინგენტის გამოჩენას, რაც კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციას გამოიწვევს არაპროგნოზირებადი შედეგებით“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ ლონდონი ცდილობს ძირი გამოუთხაროს მოსკოვისა და ვაშინგტონის ძალისხმევას უკრაინის კონფლიქტის მოგვარების კუთხით.
„ლონდონიდან კვლავ ისმის განცხადებები, რომლებიც არა მხოლოდ ეწინააღმდეგება მოსკოვისა და ვაშინგტონის ძალისხმევას, არამედ აშკარად მათ ძირს უთხრის კიდეც. ლონდონი არ არის დაინტერესებული სიტუაციის მოგვარებით, მაგრამ ყველაფერს აკეთებს სისხლისღვრის გასახანგრძლივებლად“,- განაცხადა ზახაროვამ.
აგვისტოს დასაწყისში, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირველივე დღიდან ბრიტანული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებისთვის მზად იქნებიან.