თეთრი სახლი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ალასკის შტატში მიწვევის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ NBC News წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ჯერჯერობით შეხვედრის დაგეგმვა არ დასრულებულა და გარკვეული არ არის, მიწვეული იქნება თუ არა ზელენსკი ალასკაში შეხვედრისთვის. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემას უთხრა, რომ ეს აბსოლუტურად შესაძლებელია და ყველა იმედოვნებს, რომ ეს მოხდება.
კიდევ ერთი წყაროს თქმით, ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ზელენსკი პუტინთან ერთად ერთ ოთახში იმ შემთხვევაში, თუ ალასკის შტატში ჩავა.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპი მზადაა სამმხრივი შეხვედრისთვის.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება.