სამცხე-ჯავახეთში, სოფელ კეხოვანში, 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო გზების მოწყობისთვის სამუშაოები პროექტის "ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში" II ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს.
ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სოფელ კეხოვანში, სატყეო გზების მოწყობა სლოვენიური პრაქტიკისა და ევროსტანდარტების გათვალისწინებით ხორციელდება.
"სატყეო გზების მოწყობა არა მარტო საშეშე მერქანზე ხელმისაწვდომობის ამარტივებს, არამედ, ეფექტიანად ხორციელდება ტყის მოვლა-აღდგენის ასევე, ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები", - აცხადებენ სააგენტოში.
პროექტი "ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში" სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის და ზავიტა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ ხორციელდება.