მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბურდენკოს სახელობის საავადმყოფოში მოთავსებული ერთ-ერთი დაჭრილი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება აეროპორტში 24 იანვარს მოხდა. საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 114 დაზარალებული.