ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში რამდენიმე წუთის წინ სროლა იყო. მოკლულია ერთი მამაკაცი.
მოკლულული, სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეა. ადგილზე მყოფი პირების ცნობით, მამაკაცს ზურგში 5 ტყვია ესროლეს. სროლის შედეგად ჩაიმსხვრა რესტორნის მინები.
ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
უწყება მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს და წერს მხოლოდ იმას, რომ სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.