რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამიტის გამართვა შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ შეთანხმებების დასაფიქსირებლად. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
პესკოვის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებები „პრიმიტიულ გარიგებად“ ვერ ჩაითვლება.
მისი თქმით, ეს რთული პროცესია, რომელიც უამრავი დეტალისგან შედგება.
„პუტინის, ტრამპისა და ზელენსკის სამიტის ჩატარებას უკვე დიდი ხანია, გვთავაზობენ. და თქვენ კარგად იცით ჩვენი სახელმწიფოს მეთაურის პოზიცია. ასეთი შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ შეთანხმებების დასაფიქსირებლად. შეთანხმებები კი სულაც არ არის პრიმიტიული გარიგება“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში ვიზიტის დროს პუტინის, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით შეხვედრის გამართვის შეთავაზებით გამოვიდა.