ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ლარაკის კუნძულზე აშშ-ის დარტყმის შემდეგ, თავდაცვის მიზნით, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საპასუხო დარტყმები განახორციელეს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმები თავდაცვის მიზნით განხორციელდა და ლარაკზე ამერიკულ დარტყმას მოჰყვა.
ამასთან, ირანის სამხედროებმა განაცხადეს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ალ-მინჰადის ავიაბაზაზე, აშშ-ის სამხედრო პერსონალისა და ვერტმფრენების პოზიციების მიმართულებით ათობით ასაფეთქებელი დრონი გაუშვეს.
იორდანიის არმიის განცხადებით, ირანის მიერ გაშვებული რაკეტების ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. ამ ეტაპზე მხარეების განცხადებები მიყენებული ზიანისა და მსხვერპლის შესახებ ერთმანეთისგან განსხვავდება