პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროგნოზით, ლარის გაუფასურება მოსალოდნელი არ არის.
"ჩვენი საბანკო სექტორი დღეს არის ჯანსაღი. სავალუტო კურსიც ჯანსაღი და სტაბილურია. გაუფასურებას არ ველით", - განაცხადა სააკაშვილმა დღეს, კაჭრეთში პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტირებული შენობის გახსნისას.
ინფლაციასა და ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ისიც დასძინა, რომ საქართველოს ბევრად ნაკლები ვალი აქვს, ვიდრე მეზობელ სახელმწიფოებს.
"თუ შევხედავთ ციფრებს, საქართველოს აქვს ბევრად ნაკლები ვალი, ვიდრე ჩვენს მეზობლებს. ამ მხრივ ჩვენ კარგ მდგომარეობაში ვართ", - განმარტა პრეზიდენტმა, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული ინფლაცია "მსოფლიო ფასებზეა |ჩამოკიდებული".