საპარლამენტო უმრავლეობა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას გამჭირვალობის კიდევ ერთ ნიშნად მიიჩნევს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა.
მისი შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვალა კარგი მაგალითია, რომ ქვეყანაში არის ღია დისკუსია.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის გოკა გაბაშვილის თქმით, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ისაუბრებს იმ გამოწვევბზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას.
"ეს არის პირველ რიგში საკითხები, რომელიც შეეხება ეკონომიკას, ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილებს და ქვეყნის უსაფრთოხებას", - აღნიშნა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდელბო ორგანში ყოველწლიური მოხსენებით, სავარაუდოდ , 10 თებერვალს გამოვა.